"ამ ეტაპზე ეს არააგათვალისწინებული",-ასე პასუხობს ინფრასტრუქტურის მინისტრი საპენსიო შენატანების დროებით შეჩერების შესახებ დასმულ შეკითხვას. განცხადებები ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გათვალისწინებით, ამის აუცილებლობა არ დგას.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევაფასოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც შესაძლოა დაკარგოს სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე სპეკულაციური იქნება. სწორედ იმიტომ, რომ დაახლოებით მილიარდ 200 მლნ-ის პაკეტი ჩვენ შევთავაზეთ როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს. კერძო სექტორისთვის ეს პაკეტი იყო ზუსტად იმისთვის შეთავასებული, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები",-განაცხადა ცქიტიშვილმა.