ევროკავშირის დამკვირვებელის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა ოსურმა მხარემაც. ცხინვალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დელეგაციაში აცხადებენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა სოფელ წნელისის ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია.
„დავრწმუნდით რა, რომ ის ნამდვილად დამკვირვებელი იყო, მესაზღვრეებმა მას უკანონობაზე მიუთითეს და რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რაც განხორციელდა კიდეც," – ნათქვამია განცხადებაში.