ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან უკვე ჩაკეტა.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა ყველა გამსვლელი პუნქტის უვადოდ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, გალის მოსახლეობის მცხოვრებლებისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შესასვლელი საშვების გაცემა 7 აპრილამდე შეწყდა. ფაქტს საქართველოში კორონავირუსის გამოვლენას უკავშირებენ.