ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 25 აგვისტოს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა. ინფორმაცია ლაშა ხეთერელის გათავისუფლების შესახებ სუს-ში დაადასტურეს.
ამ ეტაპზე ლაშა ხეთერელის გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს.
ლაშა ხეთერელი, 25 აგვისტოს იყო დაკავებული ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით და 2-თვიანი უკანონო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.