შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საბჭოთა დროშა აღმართა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ადგილობრივმა სააგენტო Res-მა გაავრცელა.
გარდა ამისა, სააგენტო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) განცხადებასაც ავრცელებს, რომელშიც 1992-2008 წლებში პერიოდს სამამულო ომად მოიხსენიებს და ოკუპირებული რეგიონის "სუვერენიტეტს" უსვამს ხაზს.
განცხადებაში სუკ-ი ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს მსოფლიო ასპარეზზე გასვლის საშუალებას არ აძლევენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ევროპის დღეს აღნიშნავს, ხოლო რუსეთმა, საქართველომ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღედ ევროპული სამყარო 8 მაისს მიიჩნევს და შესაბამისად, ფაშიზმზე გამარჯვებას სწორედ ამ დღეს აღნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ კაპიტულაციის შესახებ დოკუმენტს ხელი 7 მაისს მოაწერა, ხოლო დოკუმენტი უკვე 8 მაისს ამოქმედდა.