საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები, სპორტული კლუბების წარმომადგენლები და ნამახვანჰესის აქციების მონაწილეები - ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილე პირები აგრესიით აქამდეც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ახლა მასობრივად ორგანიზებულად შეკრიბეს, მათ შორის რეგიონებიდანაც.
ფორმულა რამდენიმე დღეა, ცდილობს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომლებიც თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებს სასტიკად უსწორდებოდნენ.
5 ივლისს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე შავფაროსანთა ფედერაციის პრეზიდენტი, დავით კუტალაძე საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, საგანგებოდ ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა.
კუტალაძის დაჯგუფება განსაკუთრებით აქტიურობდა სირცხილიას ოფისის დარბევის, პარალემენტის შენობაზე კვერცხების სროლის დროს.
კუტალაძის თანამოაზრეთა რიცხვი საკმაოად დიდია. მათგან უმრავლეოსბა სპორტსმენია.
მას შემდეგ, რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა საკუთარი მისია შეასრულეს ნაწილი მათგანი ყაზბეგში დასასვენებლად წავიდა.
ცოტნე ჩიხლაძე, ერთ-ერთია, ვინც ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. იგი ნამახვანჰესისის აქციების აქტიური მონაწილეა.
ლევან ხმელიძე, ასევე ნამახვანჰესის აქციების აქტიური მონაწილეა. ის ფორმულას გადამღებ ჯგუფებს გვერდით დაყვებოდა და პირდაპირი ჩართვების პარალელურად, მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
აქციაზე იყო რამდენიმე საჯარო მოხელე, მათ შორის, თამარ სამსონაშვილი, გორის მე-11 სკოლის დირექტორი, იასონ დეკანოსიძე გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი და სასულიერო პირები.
ფორმულამ, ასევე იდენტიფიცირება მოახდინა იმ საჯარო მოხელების, რომლებიც ძალადობრივ აქციაზე იყვნენ, თან იმ დროს, როცა მათი სამსახურეობროვი უფლებამოსილება უნდა შეესრულებინათ.
ფოტოზე ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრები არიან ქართულ ოცნებიდან, ერთ-ერთი მათგანი ხაშურის კულტურის სამსახურის უფროსი გია ბოლკოლაძეა.
აქტიურობდა ზუგდიდიც - ბოქსიორი, დიეგო შამათავა, რომელიც ზუგდიდის მერიის სპორტის სამსახურშია დასაქმებული.
ასევე, ერთ-ერთი მონაწილეა მასწავლებელი სალომე კიკალიშვილი. ის საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელია.
მას შემდეგ, რაც ათეულობით ჟურნალისტი აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს, ბოლოს მათ გამარჯვების ცეკვა ერთად იცეკვეს.