საქართველოს უნდა გამოვიდეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების მონაწილეობით დადებული 8 მარტის შეთანხმება ორივე მხარემ შეასრულოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შესრულდეს. ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა. ამ შეთანხმებამ უნდა მოიტანოს მშვიდობიანი ატმოსფერო ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ამიტომ პირობების შესრულება მნიშვნელოვანია. ახლა ყველას ყურადღება მიპყრობილია პანდემიისკენ. სანდოობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სისტემა მყარი იყოს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ფორმულანიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარყოფის მიუხედავად, ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს და აუცილებელია, ისინი სწრაფად გათავისუფლდნენ. ფოტიგამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიას იყენებს იმისათვის, რომ პოზიტიური ცვლილებებისგან უკან დაიხიოს.