logo
ENG



ძალიან მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს - რიჟვაძე კორპუსის ჩამონგრევაზე

08 ოქტ 202114:19
3 წუთის საკითხავი
 
ძალიან მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს - რიჟვაძე კორპუსის ჩამონგრევაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მძიმე სიტუაციაა. როგორც მან თქვა, ამ ეტაპისთვის დაშავებულებსა და ვითარება სრული ინფორმაცია არ აქვთ.

"ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ კვლავ რჩებიან ნანგრევებში ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა", - თქვა რიჟვაძემ.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

მაშველებმა კომუნიკაცია დაამყარეს ადამიანებთან, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებში უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.


close დახურვა