logo
ENG



ძალიან მწყდება გული, რომ მხოლოდ ერთი ქალია მაჟორიტარებიდან - ვოლსკი

20 ივლ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 
zcmwlk8h9e8vew2.png

„ყველა კანდიდატი არის ის ადამიანი, ვინც იცის ქალბატონის და ქალბატონის პოლიტიკაში მონაწილეობის ფასი“, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არის მმართველი გუნდის 30 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამის გამო თავადაც გული წყდება.

„მე ძალიან გული მწყდება, რომ მხოლოდ ერთი ქალია მაჟორიტარებიდან, თუმცა მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი არის ის ადამიანი, ვინც იცის ფასი ქალბატონის და ქალბატონის მონაწილეობისა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთი აზრი გვექნება, როდესაც სიის შედგენაზე დავიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართულის ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი მოხვდა. ნინო ლაცაბიძე მმართველმა ძალამ რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.


close დახურვა