logo
ENG



ძებნილი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება

22 მარ 202420:15
3 წუთის საკითხავი
 

პატიმრობა შეფარდებული პირი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება. არსებული ინფორმაციით, კობა მენაბდიშვილი დაუბრკოლებლად სარგებლობს სახელმწიფო მომსახურებით - იმყოფებოდა იუსტიციის სახლში, სანოტარო ბიუროშიც და მინდობილობაც გადასცა სხვა პირს. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მედიას დმანისის ყოფილმა მერმა გიორგი ტატუაშვილმა მიაწოდა. სწორედ ტატუაშვილს ესროლეს რამდენიმე თვის წინ ბრალდებულ მენაბდიშვილის ავტომობილიდან. მენაბდიშვილს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. დმანისის ყოფილი მერი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ბრალდებული, რომელიც ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.


close დახურვა