logo
ENG



ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა სამეგრელოში - დატბორილია ქუჩები

09 სექ 202310:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/09/pe6qy4gmaxfcpeo.jpg

ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა სამეგრელოში. ზუგდიდსა და მის სოფლებში დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლის ეზოები. ძლიერი წვიმა რეგიონში ამ წუთებშიც გრძელდება.

ამასთან, გუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას წყლის ნაკადი შემცირებულია - მათი თქმით, მოსახლეობა ამას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

მერიის ცნობით, მდინარის მიმდებარედ მცხოვრებლები გააფრთხილეს, საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ.

უამინდობის გამო, გუშინ პრობლემები შეიქმნა გურიის რეგიონშიც - ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადიდდა მდინარეების კალაპოტები, ჩამოწვა და დაზიანდა სოფლებთან დამაკავშირებელი გზები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა