logo
ENG



ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რამდენიმე სოფელში მოსავალი დააზიანა

31 მაი 202318:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/dywlvh86zzmkphr.jpg

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსავალი დააზიანა. დაისეტყვა სოფლები ჩუმლაყი, კოლაგი და ბაკურციხე, სადაც დაზიანდა ვენახი და ატმისა და გარგრის ბაღები.

ადგილობრივების ცნობით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ძლიერი წვიმის გამო გარკვეული პერიოდით, ცენტრალურ გზაზე  გადაადგილების პრობლემებიც შექმნა.


close დახურვა