logo
ENG



ძლიერმა ქარმა და წვიმამ წალენჯიხის რამდენიმე სოფელში სახლები დააზიანა

24 დეკ 202313:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/24/3w77tn1y5htfjvx.jpg

სტიქიის გამო პრობლემები შეიქმნა წალენჯიხის რამდენიმე სოფელშიც. ღამის განმავლობაში ობუჯსა და მიქავაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაზიანებულია სახლები, ელექტროსადენები, წაქცეულია ხეები.

ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უამინდობამ პრობლემები შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. ძლიერმა ქარმა ბათუმში დააზიანა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი, მოგლიჯა ხეები და სახლის სახურავები. დაზიანებულია გზები და ავტომობილები. ამასთან, მახინჯაურში წაიქცა ხე და საკონტაქტო ქსელი დააზიანა, რის შედეგადაც, შეფერხდა მატარებლის რამდენიმე რეისი.

სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში - ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. გარდა ყვარლისა, უამინდობამ პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში. ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა.

 

close დახურვა