logo
ENG



წალენჯიხა გადამდებია - დროება

21 ნოე 202120:49
3 წუთის საკითხავი
 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოში, საბედნიეროდ, ერთი პრეცედენტი მაინც შეიქმნა, როდესაც მმართველი ხელისუფლება სხვაა და ადგილობრივი სხვა. ეს კი წალენჯიხისთვის  რეალური შანსია, გახდეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების მოდელი.  სიღარიბე და ყველა ის გამოწვევა, რაც დანარჩენ საქართველოშია, აქ განსაკუთრებით იგრძნობა, მაგრამ წალენჯიხის პერსპექტივები ამ ვითარების გამოსწორების შანსს ნამდვილად იძლევა. უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ბიზნესის და ცნობილი ადამიანის დაინტერესება სამეგრელოს ამ ულამაზესი მუნიციპალიტეტის მიმართ. ამ ჩამონათვალში მამუკა ხაზარაძე, თემურ ჭყონია და ტელეკომპანია ფორმულაც არიან. დროება გიამბობთ იქაურ ადამიანებზე და იმაზე თუ რას ვაპირებთ წალენჯიხაში.


close დახურვა