logo
ENG



წალენჯიხაში ძლიერი ქარის გამო სახლებს სახურავი გადახადა, ხე მოძრავ მანქანას დაეცა

06 თებ 202408:53
3 წუთის საკითხავი
 

წალენჯიხაში ძლიერი ქარის გამო სახლები დაზიანდა, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები.

ძლიერი ქარი წალენჯიხაში მთელი ღამის განმავლობაში მძვინვარებდა. რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილი ხე კი მოძრავ მანქანას დაეცა. მძღოლს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზარალის აღწერა მიმდინარეობს.


close დახურვა