რამდენიმეკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მუნიციპალიტეტს საკრებულოს თავმჯდომარე ჰყავს - ამ თანამდებობაზე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს.
კენჭისყრაში ქართული ოცნების წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კომისიის ხელმძღვანელების არჩევა შემდეგ სხდომებზე მოხდება. წალენჯიხის საკრებულოს სხდომა დღეს თავმჯდომარის არჩევით დასრულდა.
ლელოს აქვს ინიციატივა, რომ კომისიის ხელმძღვანელები ასე განაწილდნენ: 4 მათგანი ენმ-ის წევრი იყოს, 3 - ქართული ოცნების წევრი, 1 - ლელოს წევრი.
დათანხმდება თუ არა საკრებულო, შემდეგ სხდომებზე გაირკვევა.