logo
ENG



წამების მსხვერლთა საერთაშორისო საბჭო მოუწოდებს მთავრობას, გამოიძიოს ნინოწმინდის პანსიონი

04 ივნ 202120:55
3 წუთის საკითხავი
clock 1084
2021/06/04/wl5dbuadmmnyfci.jpg

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი (IRCT) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით გამოიძიოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები, არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული ცნობებით კი ორგანიზაცია შოკირებულია. 

IRCT თავის მოწოდებაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მისამართით გამოქვეყნდა, სრულად მიმოიხილავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ კატასტროფულ ვითარებას და ცნობად არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის და IRCT-ის ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლელა წისქარაშვილის ანგარიშები მოჰყავს. 

"IRCT შოკირებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული ცნობებით", - ვკითხულობთ IRCT-ის მოწოდებაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - "საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი აღწერს დაწესებულებაში არსებულ კატასტროფულ პრაქტიკებს, მათ შორის, სექსუალურ ძალადობას, საკვების არასათანადოდ უზრუნველყოფას და ბავშვებზე სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას"

საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც უკვე ათწლეულებია არაადამინური მოპყრობისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობს და რომელიც მსოფლიოში 76 სამოქალაქო ორგანიზაციას აერთიანებს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით გამოიძიოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და სრულად უზრუნველყოს თითოეული იმ ბავშვის რეაბილიტაცია და რეპარაცია, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

"IRCT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სტამბულის პროტოკოლში გაწერილი საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით, სრულად გამოიძიონ ძალადობის შემთხვევები,", - ვკითხულობთ მოწოდების ტექსტში, - "ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა გასამართლდეს, სახელმწიფომ კი პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის მსხვერპლი თითოეული ბავშვის სრული რეპარაცია და რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს".


close დახურვა