logo
ENG



წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი მეცხრე კლასელი გოგო ხაშურში გარდაცვლილი იპოვეს

16 ოქტ 202312:12
3 წუთის საკითხავი
clock 12374

წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი მეცხრე კლასელი გოგო ხაშურში საკუთარი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ორი წლის წინ ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს - მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


close დახურვა