logo
ENG



წერეთელი: ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით ევროკავშირთან ინტეგრაციას

01 სექ 202112:54
3 წუთის საკითხავი
 
წერეთელი: ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით ევროკავშირთან ინტეგრაციას

ევროკავშირმა - მისმა წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტარებმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს რატომ არ მიიღო საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო სწორედაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის და თანადგომისთვის კოვიდ პანდემიის პირობებში იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორალური და სასამართლო რეფორმა და ზოგადად იმ ვითარებას რაც დღეს საქართველოშია, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს გამოუცხადა საყვედური, ეს ნიშნავს რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას, ასე გაგრძელების შემთხვევაში საქართველო უფრო და უფრო დაუახლოვდება რუსეთს და შევა მისი გავლენის სფეროში.


close დახურვა