logo
ENG



წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12 ივლისამდე

09 ივლ 202300:13
3 წუთის საკითხავი
 
წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა.

მათვე ცნობით, 9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


close დახურვა