logo
ENG



წითელი ჯვარი: მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა

06 მარ 202217:52
3 წუთის საკითხავი
 
წითელი ჯვარი: მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა
AP Photo/Evgeniy Maloletka

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა.

მარიუპოლის საქალაქო საბჭომ, რომელმაც დღეს დილით გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა და ახალი ევაკუაციის მცდელობა, დაადასტურა, რომ გეგმები ჩაიშალა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის დაბომბვამ შეუძლებელი გახადა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია.

ევაკუაციის შეთანხმება გუშინაც ჩაიშალა. ქალაქში უკვე მეხუთე დღეა წყალი და ელექტროენერგია არ არის. იწურება საკვებისა და სასმელი წყალის მარაგი.


close დახურვა