logo
ENG



წითელი ჯვარი განსაკუთრებული საჭიროებების მქონეებს ბინაზე მოემსახურება

14 მარ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 
v36vf5znitx0hqc.jpg

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სოციალურად დაუცველ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს უწევს ბინაზე მომსახურებას, როგორც სამედიცინო ასევე, სოციალური საჭიროებების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით არსებული 39 ფილიალის ბაზაზე", - ამის შესახებ "წეთელი ჯვრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, ღონისძიებაში ჩართვის მსურველებს სათანადოდ მოამზადებენ. 

"მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც გაქვთ სურვილი ჩაერთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ მოგვმართოთ საქართველოს წითელ ჯვარს, რათა გაიაროთ სათანადო მომზადება, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

მივმართავთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ჩართონ საქართველოს წითელი ჯვარი, თავისი გუნდითა და კარგად დატრენინგებული მოხალისეებით კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში.

ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ამირან გამყრელიძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა