logo
ENG



წითელი ჯვრის დელეგატებმა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულეს

18 ნოე 201916:38
3 წუთის საკითხავი
 
lplxvefeo0nrfw0.jpg

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ქარდავა "ფორმულასთან" საუბარში ადასტურებს.

მისი განცხადებით, შეხვედრა წითელი ჯვრის მოდალობის დაცვით, ვაჟა გაფრინდაშვილთან მესამე პირის გარეშე ჩატარდა.

"მას გადაეცა ოჯახის წერილი და მან საპასუხო წერილი მისწერა ოჯახს. შეხვედრა ჩატარდა წითელი ჯვრის მოდალობის დაცვით და მესამე პირების გარეშე. ვიზიტის დეტალების შესახებ დეტალები ეცნობა ოჯახის წევრებს," - განაცხადა მაია ქარდავამ.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ექიმი თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ვიტამინების შეგზავნას ითხოვს.


close დახურვა