logo
ENG



წითლიძე: ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც

07 დეკ 202323:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/07/u4ve1yd6u5upq8g.jpg

2012 წლის ოქტომბერში წაგებული არჩევნების შემდეგ მოვედი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში.

ამ 11 წლის მანძილზე უამრავი შიდა წასვლები მინახავს, ხშირად ჩემი პოლიტიკური გამოცდილებისთვისაც გაუგებარი, როდესაც ვერ ვხსნიდი როგორ შეიძლება ადამიანებმა მთავარს უღალატონ ვიწრო პარტიული წყენების, გაუგებრობების ან ძალაუფლების გამო.

ბევრი მინახავს მობრუნებულიც.

ყველა წასული დანაკლისია მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობა არის პარტიისთვის. ენმ-ს რომ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით.

როცა ეგონათ დაგვანგრიეს მაშინ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია.

ასე იქნება ახლაც.

11 წელია აქ ვდგავარ და ვიდგები მანამ სანამ რუსულ რეჟიმს არ დავამარცხებთ.

სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის მთავარი ლიდერი და მოტივატორი.

ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც.

ვინ წარსულია და ვინ მომავალი მაგასაც გვანახებს ამომრჩეველი.

ბევრი შეცდომა მეც მქონია მაგრამ ეს არასოდეს შემშლია არც ერთი შიდა "გაუგებრობების" დროს, იქ ვმდგარიყავი სადაც დევნილი და ახლა უკვე ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტია.

დანარჩენს დრო აჩვენებს, როგორც არა ერთხელ აქამდე.

მთავარი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა!


close დახურვა