ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანს წიგნები რუსეთ-საქართველოს ომი და 100 ამბავი საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე აჩუქა.
წითლიძის თქმით, წიგნებში მარკერითაა გახაზული ის ძირითადი ნაწილები, რაც წილოსანმა უნდა იცოდეს, იმისთვის, რომ სამარცხვინო განცხადებები არ გააკეთოს.
"წილოსანმა რამდენიმე დღის წინ სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რომ თურმე რუსეთს ამხელა შეურაცხყოფა არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამხელაც მიაყენა უკრაინამ. ამიტომაც მე მინდა, მას გადავცე საჩუქრად ორი წიგნი - რუსეთ-საქართველოს ომი და 100 ამბავი საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე, სადაც მარკერით არის გახაზული ის ძირითადი რაღაცები, რაც ქალბატონმა წილოსანმა უნდა იცოდეს, იმისთვის, რომ მსგავსი სამარცხვინო განცხადებები არ გააკეთოს", - თქვა წითლიძემ.
წილოსანმა გუშინ, 8 მაისს ფორმულას გადაცემა დროებასთან თქვა, რომ "თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის მთავრობისგან საქართველოს მიადგა".