logo
ENG



წითლიძის ექიმი: ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას, უკვე ძალიან მძიმედ მიდის პროცესი

26 დეკ 202213:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/xxtin7fcmusp9cg.png

ანი წითლიძის ექიმის განცხადებით, დეპუტატის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ექიმმა პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, კანი ჰიპერემიული, თვალები შეშუპებულია, ჩავარდნილი, ენა მშრალი და მე ვიტყოდი, რომ პაციენტს უკვე დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. უკვე ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ანი წითლიძე მე-12 დღეა შიმშილობს. მან ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელაკადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.


close დახურვა