logo
ENG



წილოსანი: გახარიას და მის გუნდს ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი აქვთ

19 აგვ 202114:09
3 წუთის საკითხავი
 

"გახარიას და მის გუნდს ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი აქვთ", - ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი თავისი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, რომ პარტია საქართველოს მხარდამჭერს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. 

აკაკი ბართაია პოლიციამ 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ბრალდებულს იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

"იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს მოხდა 16 აგვისტოს. საქმის მასალები ადვოკატისთვის ცნობილი გახდა გუშინ საღამოს", - თქვა პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბართაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა