logo
ENG



წილოსანი დარწმუნებულია, მდინარაძე და ოდიშარია პრორუსის დამძახებლებთან დაპირებას შეასრულებენ

27 ივნ 202314:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/iyo8cqrlyzaj0jj.jpg

ქართული ოცნების წევრი, ნინო წილოსანი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია შეასრულებენ დაპირებას მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაუძახებენ. პარლამენტის სესიის სხდომაზე წილოსანმა დეპუტატ ანა წითლიძეს უპასუხა, რომელმაც მმართველი პარტიის წევრებს "პრორუსები" უწოდა.

"მინდა ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იმავეს - თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს. დღეს დარბაზში არ არიან, იმედია მოუსმენენ. მე მინდა მათ ვუთხრა: ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და მთელი შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად ამაზე დაგეკისრებათ და ისტორია აუცილებლად ასე შეაფასებს", - განაცხადა ანა წითლიძემ.

სწორედ ამის შემდეგ უპასუხა მას ნინო წილოსანმა:

"ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ ნაციონალური მოძრაობის როგორი სახეც ხართ, იმ სახით".


close დახურვა