logo
ENG



წილოსანი კრიმინალზე: ის სურათი, რაც ოპონენტებს უნდათ დახატონ, სიმართლეს არ შეესაბამება

09 აგვ 202021:55
3 წუთის საკითხავი
clock 572
8c1e28f5m6d6w7a.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება ისეთი არ არის, როგორის წარმოჩენაც ხელისუფლების ოპონენტებს სურთ.

"სურათი, რაც ზოგადად უნდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ დახატონ კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. აქ ერთადერთი სწორი პასუხი არის ის, რომ სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება", — განუცხადა „TV პირველს” ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა. 

ერთ-ერთი ფაქტი ახალქალაქში გუშინ დაფიქსირდა. ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. 

კიდევ ერთი შემთხვევა ტყიბულში მოხდა. კერძოდ, მოკლულია 40 წლამდე კაცი. იგი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს


close დახურვა