ფინანსური წნეხი, ცენზურა, დაუსჯელობა - პრობლემები, რომლის წინაშეც ქართული მედია დგას, კიდევ უფრო დამძიმდება წინასაარჩევნოდ. ასეთია მკვლევრებისა და ჟურნალისტების მოლოდინი. კვლევა ორგანიზაცია მედია ხმამ მოამზადა. ფაქტები აჩვენებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კრიტიკული მედიისთვის საქმიანობას სულ უფრო საშიშს და რთულს ხდის. დიპლომატები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დათქმაა, თავისუფალი მედიის გარეშე შეუძლებელია.
წინასაარჩევნო გამოწვევები მედიის წინაშე
06 თებ 202420:36
3 წუთის საკითხავი