წინასწარი შედეგებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია ნიხასის ლიდერმა ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ე.წ. ცესკოს თავმჯდომარე ემილია გაგიევა ავრცელებს.
ამ დროის მონაცემებით, გაგლოევმა 3 686 ხმა მიიღო, ამჟამინდელმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა - 2 274. დათვლილია ხმების 18%.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართა. დე ფაქტო ცესკოს შედეგების თანახმად, ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო, რის გამოც მეორე ტური ჩაინიშნა.