ევროკავშირის პასუხის მომლოდინე უკრაინის რადის სპიკერი ევროპარლამენტში ჩავიდა და დეპუტატებს პირადად არწმუნებს - უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამ დროს თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს წარადგენდა. შალვა პაპუაშვილმა ტრიბუნა ევროინტეგრაციაზე ლაპარაკის ნაცვლად ოპოზიციის სალანძღავად გამოიყენა. დარბაზში აგრესიული განცხადებები ისმოდა.
წლიური ანგარიში ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობისთვის
08 ივნ 202220:18
3 წუთის საკითხავი