logo
ENG



წულუკიანი 5 ივლისზე: ამ ძალადობას არ მოჰყოლია გარდაცვალება

14 ივლ 202100:12
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი 5 ივლისზე: ამ ძალადობას არ მოჰყოლია გარდაცვალება

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ 5 ივლისის ძალადობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა. 

"მსხვერპლი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ, ოღონდ ეს იყო თუ არა იმის მსხვერპლი, მე ვფიქრობ, რომ არ იყო. ამ ძალადობას, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს, არ მოჰყოლია გარდაცვალება, არც 5-ში და არც 6-ში. და პაციენტი, რომელიც გაეწერა ბინაზე, მისი ტომოგრაფია იყო სავსებით ნორმალური, როგორც ამბობს ექიმი", -  თქვა წულუკიანმა. 

TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის დღეს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

 


close დახურვა