პარადოქსია მაგრამ მრავალსაუკუნოვანი კულტურის საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია. მინისტრი, რომელიც ისტორიაში ყველაფრით შეიძლება შევიდეს იმის გარდა რომ მას რამე შეხება ჰქონდა კულტურასთან - წულუკიანი არის მინისტრი, რომელსაც ალბათ ჰგონია, რომ მუზეუმებსა და ფონდებში დაცული საგანძური მისი პირადი საკუთრებაა. წულუკიანი არის მინისტრი, რომელმაც იულონ გაგოშიძე ჯერ სამსახურიდან გააგდო და სულ ბოლოს მუზეუმშიც არ შეუშვა. საბჭოთა ჩეკასაც კი შეშურდებოდა ის მეთოდები, რომლითაც ეს ქალბატონი განსხვავებულ აზრს ებრძვის, საშუალება რომ ჰქონდეს ალბათ მხოლოდ რეპრესიების ამ ფორმით არ შემოიფარგლებოდა და სამსახურიდან გაყრილ ათეულობით ადამიანს კედელთანაც მიაყენებდა. ახლა მისი სამინისტროს შენობაში რემონტია და მინისტრმა ახალი კაბინეტი არც მეტი არც ნაკლები ჯანაშიას ეროვნული მუზეუმში მოიწყო - ალბათ ამით საკუთარ თავს უფრო მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა შესძინა - არა და მისი სკამი ცარიელია ზუსტად ისე, როგორც მინისტრისთვის კინოსურათ „მოთვინიერების“ ჩვენებაზე განკუთვნილი ადგილი - დროებამ ეს დღეები უსამართლოდ განთავისუფლებულ მეცნიერებთან ერთად გაატარა და წულუკიანის ცარიელ სკამზე მოგითხრობთ.
წულუკიანის ცარიელი სკამი - დროება
29 მაი 202220:24
3 წუთის საკითხავი