logo
ENG



წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან 2 მოქალაქე ქუთაისის ინფექციურში გადაიყვანეს

12 მარ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გვიან ღამით ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურით ქუთსისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკაში სულ რვა პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი პაციენტი „ევექსის“ კლინიკიდან პნევმონიიით გადმოიყვანეს. მას უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. ხუთი პაციენტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის მანძილზე ელოდებიან. სამის ანალიზები კი, დღეს გადაიგზავნება.

ექიმების განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.


close დახურვა