წყალტუბოს სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.