logo
ENG



ჭალიძე კომუნალურ შეღავათებზე: არაერთმა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ოჯახმა ვერ ისარგებლა

30 მაი 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

„ახალ საქართველოში“ კომუნალური შეღავათების იმ სქემას აპროტესტებენ, რომელითაც ხელისუფლება კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარება. პარტიაში ამბობენ, რომ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანები შეავათებით იმ მიზეზივერ სარგებლობენ, რომ მხოლოდ ელექტროენერგიას მოიხმარენ. დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა კი დახმარების მისაღევად განსაზღვრულ ლიმიტს აჭარბებს. პარტიაში ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი ამ სქემის გამო შემწეობის გარეშე დარჩა.

„ვეხმაურები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში, რომელიც ყელს იღერებდა და თავს იწონებდა, რომ თურმე 1.200000-მა ოჯახმა საქართველოში ისარგებლა კომუნალური შეღავათით, რომელიც მთავრობამ დაუწესა მათ. ბატონი პრემიერო, მინდა გითხრათ, რომ მინიმუმ 1000 ოჯახი შემიძლია გაჩვენოთ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, რომლებმაც ვერ ისარგებლა ამ შეღავათით, იმიტომ რომ თქვენ და თქვენს რჩეულებს მათზე არ გიფიქრიათ. ასეთი ოჯახებია ის ადამიანები რომლებსაც ბუნებრივი აირი საერთოდ არ გააჩნიათ და მხოლოდ ელექტრო ენერგიას მოიხმარენ. ამ ოჯახებმა, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, მათ შორის, რომლებიც არიან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, რომელთა საცხოვრებელი პირობები არის უმძიმესი, ვერ ისარგებლებს თქვენი შეღავათით“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.

 


close დახურვა