logo
ENG



ჭიაბერაშვილი: კრიზისის დასაძლევად საჭიროა გადასახადების შემცირება და არა 4 თვით გადავადება

14 მარ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 
hgdypwmca5wyds9.png

"ევროპულ საქარტველოში" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გადასახადები უნდა შეამციროს და არა - გადაავადოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაითავალისწინოს მათი მოსაზრებები.

"ევროპული საქართველოს" გეგმა საშემოსავლო გადასახადის 20-დან 17%-მდე შემცირებას, ქონების გადასახადის განახევრებასა და საწვავზე არსებული აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ოპოზიციის ლიდერი ხელისუფლებას ქამრების შემოჭერას ურჩევს. 

"ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, რაც მოაქვს კორონავირუსს, საჭიროა გადასახადების შემცირება და არა - 4 თვით გადავადება. საჭიროა შეეხოს ყველა კომპანიას და არა ცალკეულ სექტორებს. ასევე საჭიროა, რომ ეს იყოს საგადასახადო შეღავათი მუდმივად გადასახადების შემცირების გზით და არა 4 თვით", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე ბანკმა კორონავირუსითან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხმარებლებს სესხები 3 თვით გადაუვადოს. აგრეთვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, 18 ათას კომპანიას გადასახადები გადაუვადდება. 


close დახურვა