logo
ENG



ჭიაბერაშვილი - მაჭავარიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო გეგმის შესრულება დაგვიანებით დაიწყო

02 მარ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმის მიხედვით განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა 1 თვის დაგვიანებით დაიწყო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, გეგმა მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა, მაჭავრიანმა კი, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ევროპული საქართველო“ კითხვით მიმართავს ფინანსთა მინისტრს, თუ რას აკეთებდა ის ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა დაამტკიცა 28 იანვარს, ხოლო ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, 28 თებერვალს დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩვენ ხელთ გვაქვს ივანე მაჭავარიანის 7 თებერვლის ბრძანება, რომლის საფუძველზეც, შემოსავლების სამსახურმა მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომ შეძენილი იქნას შესაბამისი სამედიცინო ეკიპირება მებაჟეებისთვის, რომელთა მოვალეობაც არის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ყველა იმ ადამიანის შემოწმება, რომელიც საქართველოში შემოდის, განსაკუთრებით მათი, რომელიც მაღალი რისკი ჯგუფს მიეკუთვნებიან თავისი მოგზაურობის მარშრუტის გამო. ის ფაქტი, რომ მებაჟეები ყველა გამშვებ პუნქტზე სათანადოდ არ იყვნენ აღჭურვილი 1 თვის განმავლობაშიც კი, ეს ცხადად მიუთითებს, რომ ფინანსთა მინისტრი და ზოგადად მთავრობა ამ მსოფლიო გამოწვევას შეხვდა არამობილიზებული, არაორგანიზებული და მხოლოდ მას შემდეგ მოხდება რეაგირება, როცა ვირუსი დაფიქსრიდა. საქართველოს მთავრობა არაეფექტურად და არაპროფესიონალურად მუშაობს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვიმლა.


close დახურვა