logo
ENG



ჭიათურაში პირი კიდევ სამმა ქალმა ამოიკერა

24 მაი 202112:46
3 წუთის საკითხავი
 

პროტესტის უმძიმეს ფორმას მიმართა ჭიათურაში კიდევ სამმა ადამიანმა. ამჯერად პირი ქალებმა ამოიკერეს. აქ შიმშილობა მე-14 დღეა გრძელდება და პირი 8 ადამიანს აქვს ამოკერილი. ასე აპროტესტებენ სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯია მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მათი სახლების ნგრევას. აქციის მონაწილეები კომპანიისაგან მათი ზარალის ანაზღაურებას და შესაბამის კომპენსაციას ითხოვენ.


close დახურვა