logo
ENG



ხაბეიშვილი: მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ

21 იან 202310:44
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მოქმედი ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. ამის შესახებ ხაბეიშვილი ფეისბუქზე წერს.

ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. 

"პარტიის, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. 63 რაიონია საქართველოში და ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში... მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას. კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა... უცნაურია პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8-ში ასეთი ბრიფინგებით?! ის აკვირვებს?! ან რას გვიმტკიცებს?! ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან, რომ რამდენიმე მხარს უჭერს ეს არის გასაოცარი?!" - აღნიშნავს ხაბეიშვილი.


close დახურვა