ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. მისი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია.
"წარმოუდგენელი და გაუგონარი ამბები ხდება. დღეს ვნახეთ, რომ არასრულწლოვნებს რუსული პარტიის ზონდერები დაესხნენ თავს. საუბარია 16-17 წლის ახალგზრდებზე, რომლებსაც ე.წ. ორკები მიუვარდნენ გაუგონარი ძალადობით, ქვების სროლით.
ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტი, რომელიც გადააქციეს კრიმინალური გარჩევის ადგილად. რუსულმა ოცნებამ პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ზონდერების თავშეყრის ადგილად", - ამბობს ხაბეიშვილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჰყვებიან, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას აპირებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტები ამბობენ, რომ თავდამსხმელები "კობახიძის მიყვანილი ხალხი" იყო.