ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა.
ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილთან 4 ძირითადი საკითხი განიხილა
"განვიხილეთ 4 ძირითადი საკითხი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: პირველი და მნიშვნელოვანი არის როგორ უნდა მოხდეს, საწვავის ფასის მინიმუმ 80 თეთრით შემცირება. იქნება ეს აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ საწვავის ფასზე 80 თეთრიან კლებას ძალიან მალე.
ასევე განვიხილეთ საკითხი, როგორი იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი, რომ მინიმალური ანაზღაურება იყოს 1 500 ლარიდან. ასევე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა პენსიას და პენსიონრებს. როგორ უნდა იყოს ეკონომიკური დოვლათი შექმნილი ისე, რომ ამ პირობებში შესაძლებელი გახდეს 500 -600 ლარი პენსია ჰქონდეთ ჩვენს პენსიონერებს და ასევე, მეოთხე საკითხი ეხებოდა სტუდენტებს, როგორ უნდა ჰქონდეთ მათ უზრუნველყოფილი სწავლის შესაძლებლობა.
ვისაუბრეთ ასევე ქვეყნის ეკონომიკურ სიდუხჭირესა და მდგომარეობაზე და გამოსავლის გზებზე", - თქვა ხაბეიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 ციხეში 29 დეკემბერს გადაიყვანეს.
მისი თანაგუნდელების თქმით, სააკაშვილი ციხეში ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.