რუსი ოპოზიციონერი, მიხაილ ხადარკოვსკი, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ხადარკოვსკი ამბობს, რომ 15-დღიანი პატიმრობა ღირს უკრაინაში სიცოცხლეების გადასარჩენად.
"პუტინი უკრაინაში გაიჭედა და იმისთვის, რომ ვითარებას გაუმკლავდეს, უკრაინისკენ გადაისვრის ყველაფერს, რაც აქვს, პოლიციას, სამხედრო პოლიციას, სწრაფი რეაგირების სპეციალურ დანაყოფს.
თითოეული ადამიანი, რომელიც ახლა რუსეთის ქალაქების ქუჩებში გამოდის, თითოეული ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, პუტინს უკრაინელი მოქალაქეების დასახოცად ძალის ნაწილს აცლის.
გიღირთ თქვენი 15 დღე თუნდაც ერთი უკრაინელის სიკვდილის თავიდან ასარიდებლად? თუ კი, გადით ქუჩებში და შემდეგ ციხეში ჩაჯექით.
მე 10 წელზე მეტხანს ვიჯექი საპატიმროში იმის დასაცავად, რასაც სწორად ვთვლიდი. თუ ფიქრობთ, რომ სწორია, არ ხოცავდნენ მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტიპს ეს მოუნდა, გაუწიეთ მას წინააღმდეგობა. დღეს ქუჩაში აქციაზე გასვლა უკრაინაში ადამიანები მკვლელობის წინააღმდეგ ქმედებაა". - აცხადებს მიხეილ ხადარკოვსკი.
ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისკენ რუსეთის მოქალაქეებს ალექსეი ნავალნიმაც მოუწოდა. მისმა გუნდმა უკვე დაიწყო პროტესტის ორგანიზება.
ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის რუსეთში 7 ათასამდე ადამიანი დააკავეს.