logo
ENG



ხაზარაძე: ანაკლიის პროექტი მივიდა იმ დონემდე, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს

21 ნოე 201923:32
3 წუთის საკითხავი
 
adp9tc2qf4xh1v1.jpg

„ანაკლიის პროექტი მივიდა იმ დონემდე, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს,“ - ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს უხსნიდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის არსებობა ენგურს იქით მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე სამეგრელოს გაძლიერებისთვის, თუმცა როგორც შეხვედრისას გაირკვა ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტის მშენებლობაში არ უნდოდა, რომ ამერიკულ კომპანიას ემუშავა და ხაზარაძეს ურჩევდა ჩინეთთან დაემყარებინა კავშირები, რადგან ჩინეთი რუსეთთან კარგად არის და რუსეთი ამით არ განაწყენდებოდა.

„ანაკლიის პროექტი მივიდა იმ დონემდე, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. მან ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, რომ დავანებოთ ანაკლიას თავი და მოდი ფოთს მივხედოთო. მე ვუთხარი ფოთთან არაფერი საქმე არ მაქვს მეთქი. ანაკლიის პროექტში გაცილებით სხვა პერსპექტივებს ვხედავ და დავუწყე იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენგურის იქით მოსახლეობის ჩართვა ამ პროექტში, სამეგრელოს გაძლიერება და ა.შ. მან თქვა, რომ ეს პროექტი უნდა გადადო 5 წლით და მერე მოვუბრუნდეთ. ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო, რომ რუსები არ გაგვინაწყენდნენო, ჩინეთი იქნებ ყოფილიყო იმიტომ, რომ ჩინეთი რუსეთთან კარგადააო. მივიღეთ ის სიტუაცია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი პერსპექტივა - ანაკლიის პროექტი გაჩერებულია. მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ანაკლიის პროექტი აუცილებლად გაკეთდება,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


close დახურვა