logo
ENG



ხაზარაძე: არ მინდა ჩემს კოლეგებზე ვისაუბრო, მაგრამ მათ თამაშის წესები მიიღეს

21 ნოე 201923:23
3 წუთის საკითხავი
 
iobltgcpdyxf3mt.jpg

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბევრი მისი კოლეგა და ბიზნესმენი ჩრდილშია და საკუთარ აზრს ხმამაღლა არ გამოთქვამს.

„ჩვენი პარტნიორები არიან საერთაშორისო სიდიდის პარტნიორები. შესაბამისად, დამოუკიდებლობის ხარისხი დიდია და თამამად გამოვთქვამდით ჩვენ აზრებს. ივანიშვილს ეს არ მოწონს. არ მინდა ჩემ კოლეგებზე და ბიზნესმენებზე ვისაუბრო, მაგრამ მათ ეს თამაშის წესები ჯერჯერობით მიიღეს. ეს არის სწორედ შემაფერხებელი ფაქტორი. არიან ისეთებიც, რომელთაც ჩრდილში ყოფნა უნდათ და არ ვამტყუნებ მათ,“ - განაცხადა ხაზარაძემ. 


close დახურვა