logo
ENG



ხაზარაძე: გულწრფელი ადამიანები გვიერთდებიან და ამბობენ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება

29 ოქტ 201921:07
3 წუთის საკითხავი
 
ms77adounqriwny.jpg

საზოგადოება მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებს, რომ „ლელოს“ ყოველდღე უამრავი ადამიანი უერთდება.

„რადგან პოლიტიკაში მოვედით, ჩვენს აბსოლუტურად ახალ სტანდარტს დავამკვიდრებთ, გამჭირვალე ღია სტანდარტს. ჩვენს ხელში არის ღიაობა, გახსნილობა და უზარმაზარი არმია გულწრფელი ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად გვიერთდებიან, რომელთაც ამ რეალობის შეცვლა უნდათ. გაოცებული ვარ ადამიანების მოზღვავებით, რომლებიც შემოდიან „ლელოში" და ამბობენ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. იდეის გამო მოდიან, მოდიან იმის გამო, რომ ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.

 


close დახურვა