logo
ENG



ხაზარაძე: სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება - დამკითხონ მე, რომ დავადასტურო ჩანაწერის ავთენტურობა

14 სექ 202112:15
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურას მოუწოდებს, რომ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ მასალებზე გამოძიება დაიწყოს და დაიკითხოს ის, როგორც ჩანაწერებში მოხსენიებული ერთ-ერთი პირი, რომელიც ჩანაწერების ავთენტურობას ადაასტურებს. 

ხაზარაძე ერთ-ერთია, ვინც ჩანაწერების ნაწილის ავთენტურობას ადასტურებს და ამბობს, რომ ფაილებში აღწერილი მისი და მეუფე თეოდორეს საუბარი 2019 წელს ნამდვილად შედგა.

"მე მინდა დავადასტურო ერთ-ერთი საუბრის ავთენტურობა, რომელიც მქონდა 2019 წელს მეუფე თეოდორესთან. ვადასტურებ იმ ჩანაწერს, რომელიც გაკეთებულია იმ დროს, როცა გახარია იყო შს მინისტრი. მინდა მოვუწოდო პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დამკითხონ მე, როგორც ფაქტის მონაწილე, რომ დავადასტურო ჩანაწერის ავთენტურობა", - ამბობს ხაზარაძე.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 


close დახურვა