logo
ENG



ხაზარაძე ვოლსკიზე: ისეთი ჟესტი გააკეთა, ბოდიშს უნდა იხდიდეს და თანამდებობას ტოვებდეს

02 აპრ 202118:56
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე ვოლსკიზე: ისეთი ჟესტი გააკეთა, ბოდიშს უნდა იხდიდეს და თანამდებობას ტოვებდეს

ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის ვიცესპიკერის და მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს გამოეხმაურა, რომელიც დეპუტატმა აქტივისტებს უჩვენა და აღნიშნა, რომ ვოლსკიმ თანამდებობა უნდა დატოვოს. 

როგორც ხაზარაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, ვოლსკის საქციელი არის უტიფარი და მან შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობა მიაყენა. 

"ის უტიფარი საქციელია, მეტი სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრო, რაც გია ვოლსკიმ ჩაიდინა ჩვენი შვილების მიმართ. შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საქართველოს, ახალგაზრდა ადამიანებს - გოგოებს და ბიჭებს. ისეთი ჟესტი გააკეთა, რომ მისი ადგილი პარლამენტში არ უნდა იყოს. მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ადამიანი სასწრაფოდ უნდა იხდიდეს ბოდიშს და მიდიოდეს თანამდებობიდან, ტოვებდეს მანდატს. თუ ის ასე არ გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება იზიარებს ასეთ ენაზე კომუნიკაციას საზოგადოებასთან. აქამდე მივიდა ეს ყველაფერი ქართული ოცნების პოლიტიკით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა შეცვალე აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავაც. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. აღნიშნულმა აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია და მას "მონა" უწოდეს. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება. 


close დახურვა