არანაირი საუბარი სიებზე და რიგითობაზე არ ყოფილა - ასე პასუხობს მამუკა ხაძარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, გიორგი მარგველვილის პირველ ნომრად დასახელებასთან დაკავშირებით.
„ლელოს“ ლიდერი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ გვაქვს საუბარი პრეზიდენტ მარგველაშვილთან. ჩვენი კარი არის ღია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება თავის ქვეყანას. არანაირი სიების და რიგითობის მსჯელობა არ გვქონია. როგორც კი რამე კონკრეტული გადაწყდება, პირველ რიგში მედიას ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა ხაზარაძემ.